"მტკივნეულია, მაგრამ მიმართულებები იცვლება" - ქარიმ ბენზემა
მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი – ქარიმ ბენზემა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემამ “ალ იტიჰადთან” შეთანხმებას მიაღწია და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"სამეფო კლუბის" ყოფილმა შემტევმა ემოციური მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ "რეალის" დატოვება გაუჭირდა.
"მტკივნეულია, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. კარიერის დასრულება "რეალში" მსურდა, მაგრამ ზოგჯერ მიმართულებები იცვლება. "რეალის" თამაშებს ყოველთვის ვუყურებ და ვუგულშემატკივრებ საუკეთესო კლუბს", - ქარიმ ბენზემა.
Karim Benzema: “It really hurts… it’s not easy, I really wanted to retire here but sometimes directions change”. ⚪️👋🏻 #RealMadrid
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 6, 2023
“I’ll always be watching Madrid games and I will always support Real Madrid, the best club in the world”. pic.twitter.com/VtOqPpJh07
Benzema: “And as I said on the first day, 1, 2, 3, HALA MADRID.” 💔
— Mikael (@MikaelMadridsta) June 6, 2023
pic.twitter.com/eImuCaA1bo
შეგახსენებთ, ბენზემა “რეალში” 2009 წელს, 21 წლის ასაკაში გადავიდა და მალევე გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. 14 სეზონის განმავლობაში მან 25 ტიტული მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია: 5 ჩემპიონთა ლიგა, 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 4 ევროპის სუპერთასი, 4 ლა ლიგა, 3 ესპანეთის თასი და 4 სუპერთასი. ქარიმი “რეალის” ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (647) მეხუთე, გატანილი გოლების რაოდენობით (353) კი მეორე ფეხბურთელია.