მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით მიღებული თანხა სერბებმა ქველმოქმედებას მოახმარეს
14 ნოემბერს, სერბეთის საფეხბურთო ნაკრებმა, სტუმრად პორტუგალიის ნაკრები 1:2 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შესაბამისად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. ალექსანდრ მიტროვიჩის 90-ე წუთზე გატანილმა გოლმა, სერბეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუპოვა. სერბეთის პრეზიდენტი - ალექსანდრ ვუჩიჩი, ნაკრების ფეხბურთელებს პორტუგალიის დამარცხებისთვისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის 1 მილიონ ევროს დაჰპირდა და პირობაც შეასრულა, თუმცა, ფეხბურთელებმა კუთვნილი თანხა ქველმოქმედებას მოახმარეს. სერბი ფეხბურთელები დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან.
Serbia’s president Aleksandar Vučić promised the Serbian national team a €1 million bonus if they beat Portugal in Lisbon on Sunday and earned direct qualification to the World Cup. After they won, they donated the money to help treat sick children 👏 pic.twitter.com/P2aMkazoj9 — B/R Football (@brfootball) November 15, 2021