მორიგი ასისტი | გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება ლუტონთან მატჩში
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონშიპის 34-ე ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე "ლუტონი" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედნიდან მხოლოდ 96-ე წუთზე, დროის გაყვანის მიზნით გავიდა.
ანგარიში პენალტით, მე-11 წუთზე, დელე-ბაშირუმ გახსნა. 23-ე წუთზე ჩაკვეტაძის წამოწყებული სოლო-რეიდი კი კაიემბემ დაამთავრა. ქართველმა გუნდელს ცარიელ კარში გაატანინა და ჩემპიონატში მე-6 ასისტი მიითვალა. ქართველი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, sofascore-სა და whoscored-ის ვერსიით მას 7.3 ქულა ეკუთვნოდა.
უოტფორდი 48 ქულით მე-9 ადგილზეა და მხოლოდ 3 ქულა აშორებს პრემიერლიგაში გადამსვლელ 'პლეი ინის' ზონამდე.