მიროსლავ კლოზემ შესაძლოა ნიურნბერგი დატოვოს და ლაციო ჩაიბაროს
ნიურნბერგის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა და ყოფილმა ფეხბურთელმა მიროსლავ კლოზემ შესაძლოა გერმანული კლუბი დატოვოს და ლაციო ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ავრცელებს. წყაროს ცნობით 47 წლის სპეციალისტი ყველაზე რეალური ვარიანტია, რომ მაურიციო სარი შეცვალოს.
იტალიურ მედიის ინფორმაციით ლაციოს ხელმძღვანელობა აღნიშნული სეზონის შედეგებით უკმაყოფილოა და მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებასაც გეგმავს, თავად სარიმაც არაერთხელ განაცხადა, რომ სეზონის მიმდინარეობით კმაყოფილი არ არის და შესაძლოა რომაული გუნდი დატოვოს.
იტალიაში მედია საშუალებები უკვე აქტიურად საუბრობენ ლაციოს მომავალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურებზე, ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად კი მიროსლავ კლოზეს მოიაზრებენ.
🦅 MIRO #KLOSE NUOVO ALLENATORE DELLA #LAZIO
— CalcioNews24.com (@CalcioNews24) May 18, 2026
🔵 È un’idea di Lotito in caso di separazione da Sarri a fine stagione: vi piacerebbe rivederlo in biancoceleste in questa nuova veste❓#Calcionews24 pic.twitter.com/b4ZK6ceP8i
შეგახსენებთ, რომ მიროსლავ კლოზე 2011 წლიდან 2016 წლამდე სწორედ ლაციოში ასპარეზობდა და კარიერაც იქ დაასრულა, ამ წლების განმავლობაში მან იტალიურ გუნდთან ერთად იტალიის თასი მოიგო. კლოზემ თავისი კარიერის მანძილზე ყველაზე მეტი მატჩი სწორედ ლაციოში ჩაატარა (171) და გაიტანა 63 გოლი და გააკეთა 35 საგოლე გადაცემა.
კლოზეს სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, თავდაპირველად (2020-2021წწ) მიუნხენის ბაიერნში მუშაობდა მწვრთნელის დამხმარედ, შემდეგ თითქმის ერთი წლით ალტახს წვრთნიდა, ხოლო 2024 წლიდან ნიურნბერგის მთავარი მწვრთნელია და მათთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს. აღსანიშნავია, რომ ის ნიურნბერგში ლუკა ლოჩოშვილთან ერთად მუშაობს.
რაც შეეხება ლაციოს იტალიის ცხრილში რომაული გუნდი 51 ქულით მე-9 პოზიციაზეა (13 მოგება, 12 ფრე, 12 მარცხი), მომდევნო და სეზონის ბოლო შეხვედრას მაურიციო სარის გუნდი 23 მაისს ბოლოადგილოსან პიზას წინააღმდეგ გამართავს.