მილანის ახალი გეგმა - გლასნერი მწვრთნელად, ალაბა კი დაცვის ლიდერად
„Corriere dello Sport“-ის ინფორმაციით, ოლივერ გლასნერი მილანის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. მხარეებს შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება. იტალიური სპორტული გაზეთის ცნობით, გასულ ორშაბათს მილანსა და 51 წლის მწვრთნელს შორის დამატებითი მოლაპარაკებები გაიმართა, რომლებმაც ძალიან წარმატებით ჩაიარა.
გლასნერისთვის მილანური კლუბის ჩაბარება აშკარად საოცნებო სამუშაოა. აინტრახტისა და კრისტალ პალასის ყოფილმა მწვრთნელმა, სხვა შესაძლო ვარიანტები შეგნებულად უარყო.
🚨 Oliver Glasner has turned down the chance to manage Feyenoord and has chosen AC Milan.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) June 9, 2026
(Source: FR12) pic.twitter.com/qIrWQpAkJu
საბოლოო გადაწყვეტილება მილანის მფლობელ გერი კარდინალესა და კლუბის მრჩეველ ზლატან იბრაჰიმოვიჩზეა დამოკიდებული. მათი თანხმობის შემთხვევაში, შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება.
გლასნერი ცნობილია თავისი ინტენსიური, მაღალ პრესინგზე დაფუძნებული სათამაშო სტილით, რომელიც ბურთის სწრაფ დაბრუნებასა და მუდმივად მაღალ ტემპს ეფუძნება. ეს რადიკალურად განსხვავდება მასიმილიანო ალეგრის ფრთხილი და დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთისგან.სწორედ ასეთი მიდგომა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მილანმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.
მწვრთნელს გუნდის გადახალისების უკვე მკაფიო გეგმა აქვს და მასში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დავიდ ალაბაა. „Gazzetta dello Sport“-ის ცნობით, გლასნერი ავსტრიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის „მილანში“ გადმოსვლას ითხოვს.
📑 A. Ramazzotti in @Gazzetta_it this morning: As part of the plan to add leadership and a winning mentality to the squad, David Alaba has emerged as a possible option. pic.twitter.com/BaCBTRn3ms
— Milan Posts (@MilanPosts) June 8, 2026
რეალ მადრიდის უნივერსალური მცველი „სან სიროზე“ ახალი დაცვის ლიდერი უნდა გახდეს. თუმცა ეს ტრანსფერი გარკვეულ რისკებსაც შეიცავს: 2023/24 წლების სეზონიდან ალაბას არაერთი სერიოზული ტრავმა აწუხებდა, მათ შორის მუხლის ჯვარედინი იოგის გაწყვეტა, ასევე კუნთისა და მენისკის პრობლემები.
მიუხედავად ამისა, გლასნერი თანამემამულის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მიიჩნევს, რომ ალაბას გამოცდილება, ლიდერული თვისებები და საერთაშორისო დონეზე დაგროვილი ცოდნა ამ რისკს ამართლებს.
მილანში მხოლოდ სამწვრთნელო შტაბის ცვლილება საკმარისი ვერ იქნება, ეს კლუბის მსფლობელებმა კარგად იციან, ამიტომ განიხილება ფართომასშტაბიანი რესტრუქტურიზაცია. „Corriere dello Sport“-ის ცნობით, ავსტრიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი კვლავ რჩება ტექნიკური დირექტორის პოსტზე ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად.
🚨🌕 | AC Milan had new contacts with Ralf Rangnick in the last 72 hours.
— Milan Matters (@MilanMatters) June 3, 2026
Hiring him as technical director would mean embracing a way of working that extends to the staff, the youth sector, scouts, and match analysts.
It would be a complete "package", with its pros and cons.… pic.twitter.com/93yloWRmAj