Belive

მეოთხე ასისტი ჩემპიონატში | რა შეფასება დაიმსახურა კვარამ ტულუზასთან?

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში, პსჟ-მ ტულუზას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ახლა პარიზელებს 64 ქულა აქვთ და ჩემპიონობისთვის მებრძოლ ლანსს 4 ქულით უსწრებენ.

შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც სანაკრებო პაუზის შემდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ქართველმა მოედანზე გაატარა (68 წუთი), ხშირად იცვლიდა პოზიციებს და იყო აქტიური. უსმან დემბელემ მეორე გოლი სწორედ ხვიჩას პასით გაიატანა (დემბელემ დუბლი შეასრულა).

შეფასებების მიხედვით, პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, 2 გოლის გამტანი ოქროს ბურთის მფლობელი გავიდა, მას შემდეგ კი საუკეთესო შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა (8-დან 8.4-დე). კვარაცხელიას, ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

პსჟ-ს მომდევო თამაში 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულის წინააღმდეგ ელის - ხვიჩას გუნდი გიორგი მამარდაშვილს პარიზში უმასპინძლებს.

სხვა სტატიები