Belive

"მე ვიყავი მადლიერი და თავმდაბალი კაპიტანი" - ფრანჩესკო ტოტი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების და "რომას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი ¡Viva El Futbol!-ის პოდკასტს ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ტოტიმ დღეს მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებზეც გაამახვილა ყურადღება და რომაულ გუნდში თავის კარიერას გაუსვა ხაზი.

მე ვიყავი მადლიერი და თავმდაბალი კაპიტანი.... ჩემს თანაგუნდელებს ყოველთვის ყველა ადამიანისგან ვიცავდი. ოქროს ბურთი არ მჭირდება, რომასთან ერთად ყველაფერი მოვიგე. არაფერს ვნანობ, ახლა ვიცინით და ვხუმრობთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არაფერს ვნანობ... ჩემთვის გუნდში 25 წლის განმავლობაში ყოფნა დიდი გამარჯვება იყო. - ფრანჩესკო ტოტი

ლამინე იამალზე

მას ჯერჯერობით მაინც ცოტა გოლი გააქვს, ევროპის ჩემპიონატზე იფრინა, მერე ცოტა დაეცა, ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ცოტა გოლს აგროვებს. -

დიბალაზე

ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.. იტალიაში საუკეთესოა, ბოლო დროს ძალიან კარგი პერიოდი აქვს. -

ფრანჩესკო ტოტისთვის დღეისთვის საუკეთესო მწვრთნელები

"რომას" მწვრთნელი უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა მწვრთნელი, რადგან მოგებას სჭირდება დიდი მწვრთნელები და შესანიშნავი მოთამაშეები. მე მომწონს დე ძერბი, ის შესანიშნავად იმუშავებდა გუნდში, მაგრამ რომში მიჩვეულები არიან "უღიმღამო" მწვრთნელებს. მოურინიო? ჩემთვის ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია, მაგრამ ანჩელოტი მსოფლიოში საუკეთესოა, თუ ფეხბურთელებს დაელაპარაკებით, კარლოსთან მუშაობა ყველას უნდა. მოურინიო ნომერ პირველია, მაგრამ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? გასპერინის ვარიანტი დიდად არ მომწონს. რანიერი კარგად მუშაობს, მაგრამ არ ვიცი მისცემენ თუ არა მას კიდევ ერთ შანსს, თუ გადაწყვეტს დარჩენას გუნდი მასზე ფოკუსირებული იქნება, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

გამარჯვებაში ვგულისხმობ იმას, რომ მინდა ცუდად ვითამაშო და მოვიგო, რა მნიშვნელობა აქვს ამას? მოურინიო, ალეგრი, კაპელო და ანჩელოტი ნორმალურად თამაშობენ, მაგრამ იგებენ. სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. -

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი "რომას" აღზრდილია და მთელი თავისი კარიერა ამ რომაულ გუნდში გაატარა (1993-2017წ.). მან კლუბში ყველა ტურნირის ეგიდით 785 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 307 გოლი და გააკეთა 205 საგოლე გადაცემა. სანაკრებო კარიერას რაც შეეხება, იტალიის ეროვნული ნაკრების მაისური 58-ჯერ მოირგო და 9 გოლის გატანა შეძლო.

ტოტიმ კარიერის განმავლობაში ერთხელ სერია A მოიგო, 2-ჯერ გახდა იტალიის თასის და იტალიის სუპერთასის გამარჯვებული, ერთხელ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა. ინდივიდუალურ ჯილდოებს რაც შეეხება ერთხელ ოქროს ბუცი მოიგო, 5-ჯერ კი საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი გახდა.