Belive

,,მე ამ ტურნირის მეფე არ ვარ'' - უნაი ემერი ფინალის წინ

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ევროპა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ ვიყავით ნახევარფინალში, მეოთხედფინალში, ახლა კი ფინალში ვართ. გამოცდილება გვაქვს და აქამდე მოსასვლელად ბევრს ვშრომობდით. ეს ახალი თავია, ახალი გამოწვევაა. თავდაჯერებულები ვართ, თუმცა მეტოქეს პატივს ვცემთ.

ფეხბურთში გამარჯვება ძალიან რთულია. ბედნიერი ვარ ყველაფრით, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ გარანტირებულად ვერაფერს ჩავთვლი. თუ ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, გამარჯვებასთან ახლოს ვიქნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება.

სირთულეები? სეზონის დასაწყისში სიმშვიდე შევინარჩუნეთ. ფეხბურთელების რეაგირება წარმოუდგენელი იყო. რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბს მათგან მაქსიმუმის მოთხოვნა მოგვიწია. ახლა, ევროპა ლიგაზე ვასპარეზობთ და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოვიპოვეთ და ამას ერთად მივაღწიეთ.

ევროპა ლიგაზე დომინირება? მე ამ ტურნირის მეფე არ ვარ. ეს ახალი შესაძლებლობაა. იმედია, ეს ასტონ ვილასთვის ახალი ეპოქის დასაწყისია.'' - უნაი ემერი

ევროპა ლიგის ფინალში ასტონ ვილას მეტოქე ფრაიბურგი იქნება, მატჩი ხვალ, სტამბოლში გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.

უნაი ემერის რანგით მე-2 საკლუბო ევროტურნირი კარიერაში 4-ჯერ აქვს მოგებული.