მატეტას ყურზე 25 ნაკერი დაადეს - პალასის ლიდერმა მძიმე დარტყმა მიიღო
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ასოციაციის თასის 1/8-ფინალში, "კრისტალ პალასმა" "მილუოლს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
მატჩის მე-7 წუთზე, "კრისტალ პალასის" ლიდერმა, ჟან-ფილიპ მატეტამ მძიმე დარტყმა მიიღო. ბურთზე ბრძოლის დროს, "მილუოლის" მეკარემ მატეტას თავში ბუცი ჩაარტყა - შედეგად, მეკარე წითელი ბარათით გააძევეს, მატეტა კი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"კრისტალ პალასის" ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საავადმყოფოში ჟან-ფილიპ მატეტას ყურზე 25 ნაკერი დაადეს და დაკვირვების შემდეგ, სახლში გაწერეს.