Belive

,,მატჩში ფეხბურთელების რაოდენობა შევამციროთ '' - პლატინის ახალი იდეა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიშელ პლატინიმ, ფეხბურთის წესების ცვლილებაზე ისაუბრა:

,,გუნდებს თითო-თითო ფეხბურთელი მოვაკლოთ და 10-10 კაცით ვითამაშოთ. გასულ საუკუნეში 11-11-ზე თამაშობდნენ, მაგრამ მაშინ ფეხბურთელები უფრო ცოტას და ნელა დარბოდნენ, ვიდრე დღეს. გარდა ამისა, ფიზიკურად სუსტები იყვნენ.

მოთამაშეთა რაოდენობის შემცირება, შესაძლოა, კარგი იდეა იყოს, რადგან ასე მოედანზე სივრცეები გათავისუფლდება და მატჩები უფრო სანახაობრივი გახდება.'' - მიშელ პლატინი

გარდა ამისა, უეფას ყოფილ პრეზიდენტს თამაშგარის წესის შესაძლო გაუქმებაზეც ჰკითხეს, რაზეც ფრანგმა უპასუხა:

ეს დაუშვებელია... ეს არის წესი, რომელმაც ფეხბურთი უფრო ინტელექტუალური გახადა.