Belive

მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი ღამის კლუბში მობილური ტელეფონის ქურდობისთვის დააკავეს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ფეხბურთელი მათეუს ნუნიესი მობილური ტელეფონის ქურდობისთვის დააკავეს. 26 წლის ფეხბურთელის დაკავება მადრიდის ღამის კლუბში, 8 სექტემბერს 05:30 მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას El Mundo აქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 58 წლის მამაკაცი ღამის კლუბის ტუალეტში ნებართვის გარეშე "სიტის" ფეხბურთელს უღებდა, რის შემდეგაც გაბრაზებულმა ფეხბურთელმა მას ტელეფონი წაართვა და უარი უთხრა მის დაბრუნებაზე. ნუნიესი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ღამის კლუბში დარეკეს და უთხრეს, რომ ფეხბურთელს მობილური ჯერ კიდევ ჰქონდა, ის მომხდარის შემდეგ განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს და სასამართლო პროცესის მოლოდინში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მათეუს ნუნიესმა გუშინ ბრატისლავის "სლოვანთან" მატჩი სრულად ჩაატარა.

სხვა სტატიები