"მაკტომინეი ამჟამად ისე თამაშობს, როგორც ჯუდ ბელინგემი თამაშობდა თავის პრაიმში" - რიო ფერდინანდი
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა თავის პოდკასტში "წითელი ეშმაკების" მიერ გაშვებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა და საინტერესო მოსაზრებაც დააფიქსირა:
ნახეთ როგორ თამაშობს ანტონი, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე გადაცემა ბოლო ორ თამაშში. მაკტომინეი ამჟამად ისე თამაშობს, როგორც ჯუდ ბელინგემი თამაშობდა თავის პრაიმში. ასევე არის ელანგა, რომელიც მფრინავი გარემარბია.
მანჩესტერი დატოვა ისეთმა ფეხბურთელებმა, რომლებიც დღეს დინამიურ ფეხბურთს თამაშობენ, მათ ბორკილები მოხსნილი აქვთ და ოლდ ტრაფორდის ზეწოლას არ გრძნობენ, ისინი თამაშობენ თავისუფლად. აი ეს არის განსხვავება. ალბათ იგივეს ვნახავთ რაშფორდის შემთხვევაშიც. - რიო ფერდინანდი