Belive

ლუკა დონჩიჩმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ივარაუდა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სლოვენიის ეროვნული ნაკრებისა და ლეიკერსის სუპერვარსკვლავმა - ლუკა დონჩიჩმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ივარაუდა და აღნიშნა, რომ იგი მოუთმენლად ელოდება მუნდიალს, რომელსაც აუცილებლად დაესწრება.

"არაერთ ინტევიუში მითქვამს, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ხშირად ვუყურებ თამაშებს, ძირითადად მაინც უფრო გამორჩეულ თამაშებს.

მოუთმენლად ველოდები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, თანაც ჩემთვის ძალიან სასიხარულია, რომ მატჩები ამერიკაშიც გაიმართება და ყველანაირად ვეცდები, რომ არაერთ მატჩს დავესწრო.

ბავშვობიდან ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ და მიყვარს ბრაზილიური ფეხბურთი, თუმცა მგონია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კრიშტიანუ რონალდუ მოიგებს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად..." - ლუკა დონჩიჩი

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, ტურნირში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს. ჯერჯერობით 42 ნაკრების ვინაობა ცნობილია და ჯგუფებშიც გადანაწილდნენ, ახლა კი 6 ადგილი დარჩა გასათამაშებელი.

პორტუგალიის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატზე K ჯგუფში: კოლუმბიის, უზბეკეთისა და UEFA PLAY-OFF 1-ის გამარჯვებულს (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა VS ახალი კალედონია / იამაიკა) დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები