Belive

ლუის ენრიკე: ,,ჩვენთვის მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ბრიუშენთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,წინა ტურებში ესპალისთან და ლე მანთან გაგვიჭირდა და ბრიუშენთანაც რთულ შეხვედრას ველით. საფრანგეთის თასისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი და სწორედ ამიტომ ტურნირს ლიგა 1-ის არაერთი გუნდი გამოეთიშა. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქესა და კონკურენციას, ჩვენ ყოველთვის ერთნაირი ინტენსივობით ვთამაშობთ, რაც ჩვენს გუნდს გამოარჩევს.

ფეხბურთი არის სპორტი, რომელშიც ფავორიტის სტატუსი ყოველთვის არ ამართლებს. იმ გუნდსაც კი, რომელიც ცოტას უტევს, მოგება შეუძლია.

ლიონში გამარჯვება? ნებისმიერი ასპექტი, რომელიც მომავალში თამაშის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება, სასარგებლოა. ლიონთან შეხვედრის კიდევ ერთხელ ყურების შემდეგ, გავაანალიზე, რომ მეტოქემ სულ 5 წუთით გვაჯობა, სხვა მხრივ კი ძალიან კარგი მატჩი გვქონდა.'' - ლუის ენრიკე

დღეს, საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში ,,პარი სენ ჟერმენი'' National 2-ის (რანგით მე-4 ლიგა საფრანგეთში) გუნდს, ,,ბრიუშენს'' დაუპირისპირდება. მატჩი 00:10 საათზე დაიწყება.

თასის მერვედფინალში პარიზულმა კლუბმა ,,ლე მანი'' 2:0 დაამარცხა, ,,ბრიუშენმა'' კი ,,ნიცას'' გაგდება შეძლო (2:1).

სხვა სტატიები