ლუის ენრიკე: "ბაიერნი/რეალს ცივი ლუდით ვუყურებ"
21 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსჟ-მ დაამტკიცა, თუ რატომ არის ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული. პარიზელებმა საოცარი მენტალიტეტი გამოავლინეს და ლივერპულის დამარცხებით (ორი მატჩის ჯამში 4:0) ნახევარფინალში ადგილი მოიპოვეს. პსჟ-ს მეტოქე დღეს გაირკვევა - რეალმა პირველი თამაში საკუთარ სტადიონზე წააგო (1:2), განმეორებითი მატჩი დღეს მიუნხენში გაიმართება. კითხვაზე, ნახევარფინალში ბაერნს ისურვებდა თუ რეალს, პსჟ-ს მწვრთნელმა საინტერესო პასუხი გასცა.
ახლა სასურველი გუნდი რომ დავასახელო, მერე მეორე შეგვხდება, ამიტომ ამას აზრი არ აქვს. ვაპირებ ამ თამაშს პარიზში, ცივი ლუდით ვუყურო.
მთავარია, რომ ჩვენ ნახევარფინალში ყოფნას ვიმსახურებთ. თქვენ ხედავთ თუ როგორი შეკრული გუნდი ვართ - ვიბრძვით ბოლომდე და არ ვკარგავთ რწმენას, ჩვენი გულშემატკივრებიც მხარში გვიდგანან.
ჩვენი მენტალიტეტი ისევ ისეთია - მხოლოდ გამარჯვების სურვილი და ვამაყობ იმით, რომ მოედანზე ეს ჩემს თითოეულ ფეხბურთელს ეტყობა. - განაცხადა ლუის ენრიკემ
ჩემპიონთა ლიგის ბადის მეორე მხარეს ნახევარფინალში მადრიდის ატლეტიკო გავიდა, 'ჩოლოს' გუნდმა ბარსელონა გამოთიშა და სპორტინგი/არსენალს შორის გამარჯვებულს დაელოდება.