Belive

ლუის ენრიკე: ,,ასეთი რამ პირველად ვნახე''

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ფლამენგოსთან მოგებული მატჩი შეაფასა.

ესპანელ სპეციალისტს პარიზული გუნდის მეკარეზე, მატვეი საფონოვზე ჰკითხეს, რომელმაც პენალტების სერიაში 4 თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო:

,,ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტისა და სულისკვეთების ნახვა ნამდვილი სიამოვნება იყო.

პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ პენალტის გაშვების შემდეგ ყველაფერი გართულდა. ფლამენგოს კომპლიმენტები არა მხოლოდ დღევანდელი მატჩისთვის, არამედ მთელი სეზონისთვის ეკუთვნის.

მინახავს თუ არა ოდესმე მეკარის მიერ ზედიზედ 4 მოგერიებული პენალტი? არა, ეს პირველი შემთხვევაა... ბედნიერები ვართ თასის მოგებით და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

კონკურენცია მეკარის პოზიციაზე? ფიქრობთ, რომ ახლა ამაზე საუბრის დროა? უბრალოდ, გვინდა, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ. გვსურს, ისტორიის წერა გავაგრძელოთ. თუმცა, ახლა ამ მომენტით უნდა დავტკბეთ.

6 ტიტულის მოგება ცუდი შედეგი არ არის (იღიმის). გასული სეზონის მენტალიტეტი კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ. შესვენებამდე საფრანგეთის თასის 1 მატჩი დაგვრჩა და მიზანი იგივე იქნება - გამარჯვების გაგრძელება და საუკეთესო ფეხბურთის თამაში.'' - ლუის ენრიკე

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პარი სენ ჟერმენმა ფლამენგო პენალტების სერიაში დაამარცხა და 2025 წელს მე-6 ტიტული მოიგო.

პსჟ მომავალ შეხვედრას 21 დეკემბერს, საფრანგეთის თასზე, ფონტენეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები