ლოზანას ვებ-გვერდი: "სიგუამ ჩვენი ისტორია დაწერა"
21 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კონფერენს ლიგის (ლიგის ფაზის) მე-6 ტურში, შვეიცარიულმა ლოზანამ საკუთარ მოედანზე ფიორენტინას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი გაბრიელ სიგუამ გაიტანა (ქართველი, სეზონის დასაწყისში, ბაზელიდან ლოზანაში იჯარის წესით გადავიდა) - პატარა კლუბისთვის ამ გამარჯვებას დიდი ფასი ჰქონდა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატიაც გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ სათაურად გამოტანილია, რომ სიგუამ მათი ისტორია დაწერა.
სიგუა ისტორიას წერს - მეორე ტაიმი ლოზანას ძლიერი ზეწოლით დაიწყო. კანა ბიიკმა სწრაფად შექმნა მომენტი, საჯარიმოში შემობრუნდა და მისი დარტყმული მარტინელის კარს ოდნავ ასცდა. გოლი მხოლოდ დროის საკითხი იყო. 58-ე წუთზე, ახალგაზრდა თავდამსხმელმა, მარცხენა ფლანგზე შესანიშნავი დრიბლინგით განსხვავება შექმნა, შემდეგ კი სიგუას ჩაუწოდა, რომლის თავურიც კარში აღმოჩნდა - ეს ისტორიული მომენტი იყო.
საბოლოო სასტვენმა სტადიონზე ზეიმი გამოიწვია. ლოზანამ ფიორენტინა დაამარცხა და კიდევ ერთი ევროპული მიღწევა მოიპოვა. ეს იყო უდიდესი გამარჯვება, რომელიც გუნდმა განსაკუთრებულად აღნიშნა, ლოზანა აგრძელებს თავისი შესაძლებლობების გაფართოებას. - ვკითხულობთ სტატიაში
ლოზანამ, ლიგის ფაზაზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში 11 ქულა დააგროვა და ცხრილის მეცხრე ადგილი დაიკავა. მართალია, სიგუას გუნდი საუკეთესო რვა გუნდში შესვლას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა, თუმცა ისინი გააგრძელებენ ბრძოლას პლეი ოფში მოსახვედრად (პლეი აუტის სისტემით).