ლორია და ხოჭოლავა მბაპეს, კეინის, სანეს და სხვების გვერდით - ქართველები სიმბოლურში მოხვდნენ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა შვედეთი - 2:0 დაამარცხა. პრესტიჟულმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემებმა აღნიშნული რაუნდის სიმბოლური გუნდები გამოაქვეყნეს, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად, საქათველოს ეროვნული გუნდის წევრებიც მოხვდნენ. Sofascore-მა სიმბოლურ გუნდში დავით ხოჭოლავა შეიყვანა, რომელსაც 8.1 შეფასება ჰქონდა, ხოლო Whoscored-მა რჩეულ თერთმატეულში "ჯვაროსნების" მეკარე, გიორგი ლორია აირჩია.
მათთან ერთად სიმბოლურ გუნდში ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც კილიან მბაპე, ჰარი კეინი, ჰარი მაგუაირი, ტომას მიულერი და სხვები არიან. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას, რომლითაც 2021 წელს დაასრულებს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურად, უზბეკეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.🇪🇺 European World Cup qualifying team of the round: G. Loria K. Coman | @HarryMaguire93 | @Merihdemiral | @necowilliams01@enisbardhi10 | A. Erokhin | @woodyinho @esmuellert_ | @HKane | @KMbappe — WhoScored.com (@WhoScored) November 14, 2021
სხვა სტატიები
ინგლისის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და კიდევ 7 ნაკრების კაპიტნები მსოფლიო ჩემპიონატზე OneLove-ის სამკლაურით ითამაშებენ
3 წლის წინ ფეხბურთი
"ვიცოდი, რომ ვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ ასე მალე ნამდვილად არ ველოდი" - თემურ შალამბერიძე იტალიურ მედიას ესაუბრა
3 წლის წინ ფეხბურთი