ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტს, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს:
,,კვარაცხელია? როცა ამბობთ, რომ ფეხბურთელებს სხვადასხვა კლუბს უკავშირებენ, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულნი. იანვარია... ვესტ ჰემთან მატჩის შემდეგ გითხარით: ,,ჭორებით იმედები არ გამიცრუოთ.''
სწორედ ეს არის, რაც ახლა ხდება. სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს აღმოჩნდება, რომ 100 გავრცელებული ამბიდან, 99 სიმართლეს არ შეესაბამება... ასე რომ, რისი თქმა შემიძლია? ჭორები გრძელდება, მაგრამ ჩემი მხრიდან კომენტარი არ არის.'' - არნე სლოტი
გუშინ იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ კვარაცხელიამ ,,ნაპოლი'', შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს. ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით ,,პსჟ'', ,,ლივერპული'', ,,ჩელსი'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ინტერესდებიან.
მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა