ლიონმა რუმინული FCSB დაამარცხა | გიორგი მიქაუტაძის შეფასება
ევროპა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში "ლიონმა" რუმინეთში "FCSB" 1:3 დაამარცხა. პირველი გოლი 30-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის საგოლე გადაცემით ნიკოლას ტალიაფიკომ გაიტანა, 68-ე წუთზე რუმინულმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 86-ე და 89-ე წუთებზე მალიკ ფოფანამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
გიორგი მიქაუტაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, Sofascore-მა ქართველი ფორვარდი 7.3-ით შეაფასა, მას 1 ასისტი ჰქონდა, თითო-თითოჯერ კარში და კარისკენ დაარტყა, 4-ჯერ კი დარტყმული დაუბლოკეს, ჟორჟი ბურთს 25-ჯერ შეეხო, 10 გადაცემიდან 8 ზუსტად შეასრულა, 5 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 1-ში გაიმარჯვა.
𝗩𝗜𝗖𝗧𝗢𝗜𝗜𝗜𝗜𝗜𝗜𝗜𝗜𝗜𝗜𝗜𝗥𝗘 🔥
— Olympique Lyonnais (@OL) March 6, 2025
En équipe, nos Gones ont fait la différence en toute fin de match et prennent ainsi une option sur la qualification dans ce 8e de finale d'@EuropaLeague ! 👊💥
Rendez-vous jeudi prochain à Lyon pour le match retour ! 🙌
1-3 #FCSBOL pic.twitter.com/bZhhir8hZK
"ლიონი" მომდევნო შეხვედრას 9 მარტს 23:45 საათზე "ნიცას" წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 33 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.