Belive

ლიონმა ახალგაზრდა არგენტინელი დაიმატა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლიონმა" საკუთარ მოთამაშეებს ახალი თანაგუნდელი, 23 წლის პლეიმეიკერი, ტიაგო ალმადა წარუდგინა. ახალგაზრდა არგენტინელი "ბოტაფოგოს" ღირსებას იცავდა და ახლა, 2025 წლის 30 ივნისამდე, ლიონში იჯარის წესით ითამაშებს.

მიუხედავად იმისა, რომ DNCG-მა, ფრანგული ფეხბურთის ფინანსურმა მაკონტროლებელმა ორგანომ, ლიონს ფეხბურთელების შეძენა აუკრძალა, ეს ტრანსფერი მაინც შედგა, რადგან ბრაზილიურმა მხარემ ალმადა "უფასოდ", სესხად გაუშვა. ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა ლიონი ფეხბურთელის შეძენას მას შემდეგ, რაც იჯარას ვადა გაუვა.

განსაკუთრებული ტექნიკით და დიდი მრავალფეროვნებით - ის ხდება მეშვიდე არგენტინელი კლუბის ისტორიაში, რითაც გააძლიერებს ძლიერ კავშირებს ლიონსა და არგენტინას შორის - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში

სხვა სტატიები