Belive

ლიონის მწვრთნელი: "ჩვენ ენდრიკს ვერ შევინარჩუნებთ"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, ლიგა 1-ის ბოლო ტურის, ლიონისა და ლანსის დაპირისპირება წინასწარი მიმოიხილა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა აღიარა, რომ ენდრიკი რეალ მადრიდში დაბრუნდება. მისი თქმით, კლუბს არ აქვს რესურსი დაიტოვოს ის მოთამაშე, რომელზეც რეალი უარს არ იტყვის.

ზოგიერთი მოთამაშისთვის ეს შეიძლება ბოლო თამაში იყოს ლიონში. გულწრფელად ვიტყვი: ენდრიკს ლიონში დარჩენა გაუჭირდება, რეალ მადრიდს, სავარაუდოდ, მისი დაბრუნება სურს. აქ გატარებული სეზონის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ენდრიკი მსოფლიო ჩემპიონატზეც იქნება.

სატურნირო ცხრილი მნიშვნელოვანი იქნება გუნდის მომავალი სეზონის განსაზღვრისთვის. ყველაფერი მატიე ლუი-ჟანთან ერთად დავგეგმეთ, მაგრამ ბოლო თამაშსა და სატურნირო ცხრილზე ვართ დამოკიდებულნი - ვფიქრობ, გუნდის ძირითად ბირთვს შევინარჩუნებთ. - განაცხადა პაულო ფონსეკამ

ენდრიკი ლიონს მიმდინარე სეზონის სამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. ბრაზილიელ ფეხბურთელს რეალში თავის გამოჩენის შანსი არ ეძლეოდა, საფრანგეთში კი დაამტკიცა, რომ მაღალი დონის შემტევია და ლიონის ლიდერად იქცა.

სხვა სტატიები