,,კვერნაძის მატჩში ჩართვა ასისტენტებმა მირჩიეს, ამიტომ დამსახურება მათია'' - ფროზინონეს მწვრთნელი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ფროზინონეს'' მთავარმა მწვთნელმა, ლეანდრო გრეკომ, ,,სალერნიტანასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა:
,,დავიდე ბირასკის ნაცვლად მატჩში კვერნაძის ჩართვა ჩემმა ასისტენტებმა შემომთავაზეს, ამიტომ დამსახურება მათია. მან კარგად იმუშავა, დღეს კი შედეგიც მიიღო. გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებ თუ რას ვხედავ ვარჯიშზე. ჩემი საქმეა, რომ ყურადღება სწორედ ამას მივაქციო და სწორი არჩევანი გავაკეთო.
დღეს ყველამ კარგად ითამაშა. საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია, რადგან გუნდი მათ ამის საშუალებას აძლევს. ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში ვმუშაობთ ბიჭებთან როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, რათა ვასწავლოთ მათ, რომ ყურადღება ყველა დეტალზე უნდა გაამახვილონ. ჩვენს ფეხბურთელებს დიდი პოტენციალი აქვთ. - ლეანდრო გრეკო
იტალიის სერია B-ს მე-19 ტურში ,,ფროზინონემ'' ,,სალერნიტანას'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გიორგი კვერნაძემ, რომელიც მატჩში მეორე ტაიმის სტარტზე ჩაერთო, ეფექტური გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
,,ფროზინონე'' 19 ტურის შემდეგ 19 ქულით სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციაზეა. გრეკოს გუნდი მომავალ მატჩს კვირას, 29 დეკემბერს, ,,იუვე სტაბიას'' წინააღმდეგ გამართავს.