კვარაცხელიას ისტორიული მიღწევა - პირველი ფეხბურთელი ფრანგული კლუბების ისტორიაში....
საკონტინეტთაშორისო თასის ფინალში პარი სენ ჟერმენმა ფლამენგო პენალტების სერიაში დაამარცხა და 2025 წელს მე-6 ტიტულის მოგება შეძლო (უშუალოდ ხვიჩასთვის ეს პარიზულ გუნდში მე-5 ტიტული იყო).
პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩში ანგარიში გახსნა.
ეს გოლი ქართველი თავდამსხმელისთვის ისტორიული აღმოჩნდა, კერძოდ - ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი ფრანგული კლუბების შემადგენლობაში/ისტორიაში, რომელმაც ორ სხვადასხვა საერთაშორისო ფინალში (ჩემპიონთა ლიგაზე და საკონტინენტთაშორისო თასზე) შეძლო გოლის გატანა.
კვარა ასევე პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ფიფას საკლუბო ტურნირის ფინალში გაიტანა გოლი.
🚨Khvicha Kvaratskhelia becomes the first player in history to score in two different international finals with a French club (Champions League and Intercontinental Cup).
— Rina 🧤⚽️⚡️ (@OtarinaYun) December 17, 2025
He also becomes the first Georgian player ever to score in a final of a FIFA club tournament. 🇬🇪
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
პარი სენ ჟერმენი მომავალ შეხვედრას 21 დეკემბერს, საფრანგეთის თასზე, ფონტენეს წინააღმდეგ გამართავს.