ხოჭოლავა სევილიას წინააღმდეგ ძირითადში იქნება
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება. 23:00 საათზე G ჯგუფში "კოპენჰაგენი" და "სევილია" დაუპირისპირდებიან ერთანეთს. დანიურმა კლუბმა ძირითადი შემადგენლობა რამდენიმე წუთის წინ დაასახელა და ქართველი ფეხბურთელი სასტარტო თერთმეტეულშიც მოხვდა.
Start-11 mod Sevilla FC #fcklive #fcksfc #ucl pic.twitter.com/vQJiBILgbw
— F.C. København (@FCKobenhavn) September 14, 2022
შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიაც ითამაშებს. "ნაპოლი" გასვლაზე შოტლანდიურ "რეინჯერსს" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრაც, ასევე, 23:00 საათზე დაიწყება.