კროოსი: ,,დე ლიხტის გოლი უნდა ჩათვლილიყო? ლუნინს ბურთის მოგერიება არც კი უცდია''
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრდის ,,რეალის'' ნახევარმცველს, ტონი კროსს, ,,ბაიერნთან'' მატჩში მატიას დე ლიხტის არჩათვლილ გოლზე ჰკითხეს:
,,უნდა ჩათვლილიყო თუ არა დე ლიხტის გოლი? ნაჩოს ვესაუბრე, ის ამბობს, რომ სასტვენის ხმა საკმაოდ ადრე გაიგო და დარწმუნებულია, რომ ბურთის დაბლოკვას შეძლებდა. ლუნინიც გაჩერებული იყო, მას ბურთის მოგერიება არც კი უცდია.
ვფიქრობ, მსაჯმა ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, თამაში უნდა გაგრძელებულიყო. მთავარი პასუხისმგებლობა გვერდითა მსაჯზეა, რადგან როცა ის ალამს აღმართავს, სავარაუდოდ, იცის, რომ სამმეტრიანი თამაშგარეა... ბაიერნის გაბრაზება გასაგებია, ეპიზოდი უნდა ჩამთავრებულიყო.'' - ტონი კროოსი
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის ,,რეალმა'' მიუნხენის ,,ბაიერნს'' 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც პირველ ივნისს ლონდონში გაიმართება, ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე დორტმუნდის ,,ბორუსია'' იქნება.
Kroos le da la razón al Bayern: "Había que dejar que la jugada acabase" 👀
— Diario SPORT (@sport) May 15, 2024
🔙El centrocampista del Real Madrid se refirió al gol anulado a De Ligt en la vuelta de las semifinales de la Championshttps://t.co/anLfr3tg7X