Belive

"კრიშტიანუ რონალდუს კარიერის დასრულებამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა" - ანტუან გრიზმანი

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ორლანდო სიტის ამჟამინდელმა შემტევმა ანტუან გრიზმანმა პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

35 წლის ლეგენდარულმა ფრანგმა პორტუგალიელის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ბრწყინვალე სიტყვებით ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

კრიშტიანუ რონალდუს კარიერის დასრულებამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ის ნამდვილი ლეგენდაა - ნამდვილი მანქანა, როდესაც საქმე შრომას, გოლების გატანასა და გამარჯვებებს ეხება. მის წინააღმდეგ თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ხოლო ის, რაც მან პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მიაღწია, ისტორიული მნიშვნელობისაა. მისი ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება. - ანტუან გრიზმანი - ორლანდო სიტის ფეხბურთელი