"კრიშტიანუ, გუნდს სჭირდება გატანა და არა შენ" - ტიერი ანრი
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტიერი ანრის რონალდუს დამოკიდებულება თამაშის მიმართ არ მოსწონს და ამას ღიად აცხადებს. ფრანგმა თქვა, რომ კრიშტიანუ საკუთარ თავზე უფრო არის ორიენტირებული ვიდრე გუნდზე და ეს ახსნა კიდეც.
გუნდს სჭირდება გატანა და არა შენ, ამას ავხსნი. როდესაც კონსეისაუმ ბურთი მიიღო კრიშტიანუ ისრით ნაჩვენები მიმართულებით უნდა წასულიყო. მაგრად, ვინაიდან მას სურდა გატანა ბრუნო ფერნანდეშს გადაეღობა. რონალდუ რომ მონიშნულ სივრცეში შესულიყო, მცველიც გაყვებოდა და ბრუნოს გასატანად ერთი შეხება დასჭირდებოდა. მან ეს არ გააკეთა, რადგან თავად სურდა გატანა. გაიქეცი, სივრცე შექმენი და გასატანად მხოლოდ ერთი შეხება იქნება საჭირო. ეს ძალიან მარტივია. - ხსნის ტიერი ანრი
Thierry Henry was COOKING Cristiano Ronaldo for his performance against Congo:
— Hater Report (@HaterReport) June 17, 2026
“The team needs to score, not YOU need to score..."” 😭💀 pic.twitter.com/jQbwXdjSjC
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ მუნდიალზე პირველი შეხვედრა უკვე გამართა. ევროპელების მეტოქე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები იყო, რომელთანაც მე-6 წუთიდან იგებდნენ. პორტუგალიელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.