Belive

კოპენჰაგენი ჩელსისთან დამარცხდა | გიორგი გოჩოლეიშილის შეფასება

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში "კოპენჰაგენი" "ჩელსისთან" 1:2 დამარცხდა. პირველი გოლი 46-ე წუთზე რის ჯეიმსმა გაიტანა, 65-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა მეორე გოლი გაიტანა, 79-ე წუთზე კი გაბრიელ პერეირამ სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

გიორგი გოჩოლეიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 5.8 შეფასება დაუწერა, მან ბურთი ერთხელ მოიგერია და მეტოქეს მომენტი არ შეაქმნევინა, ართმევის მცდელობა ერთხელ ჰქონდა, 5 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა. გიორგი ბურთს 34-ჯერ შეეხო, 19 გადაცემიდან 14 ზუსტად შეასრულა, დრიბლინგის მცდელობა ერთხელ ჰქონდა და წარმატებული გამოდგა.

"კოპენჰაგენი" მომდევნო შეხვედრას 9 მარტს 21:00 საათზე "სონდერიისკეს" წინააღმდეგ გამართავს.