კონსეისაუ: ,,თუ პრობლემა ჩემშია, შემიძლია, ისე წავიდე, რომ ფულიც არ მოვითხოვო''
6 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სერჟიუ კონსეისაუმ, ,,ბოლონიასთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტი მედიის კრიტიკამ გააღიზიანა:
,,პირველი გოლის ეპიზოდში აშკარა ხელით თამაში იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომებზე უნდა ვიმუშაოთ. ყველა ნეგატიური მომენტი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგაა, გადამწყვეტია...
ახლა გვჭირდება, რომ მუშაობა გავაგრძელოთ, მაგრამ აქ ყველაზე მეტს სხვა თემებზე ვლაპარაკობთ და არა ფეხბურთზე. მარცხში მსაჯი დამნაშავე არ არის, თუმცა, ჩემი აზრით, შეხვედრის ბედს სწორედ ასეთი მცირე ეპიზოდები წყვეტს.
ჩემი მდგომარეობა გასაგებია - პორტუში გატარებული კარიერა ყველაფერზე თავად მეტყველებს და ახლა აქ ვარ. თუ პრობლემა ჩემშია, შემიძლია, ისე წავიდე, რომ ფულიც არ მოვითხოვო... ნულიდან არ მოვსულვარ, 13 ტიტული მოვიგე და ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი ჩავატარე. ყოველდღე ჩემს მდგომარეობაზე საუბარი სასაცილოა.'' - სერჟიუ კონსეისაუ
ბოლო 5 მატჩიდან ,,მილანმა'' მხოლოდ 1-ის მოგება შეძლო. ,,როსონერი'' რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგიდან ,,ფეიენოორდმა'' გამოაგდო.
სერია A-ს 26 ტურის შემდეგ, კონსეისაუს გუნდს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა.