კოდი გაკპო კარიერას ლივერპულში გააგრძელებს
როგორ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, კოდი გაკპო კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში, კერძოდ, "ლივერპულში" გააგრძელებს. მისივე ინფორმაციით, "პსვ-სა" და მერსისაიდელებს შორის უკვე გაფორმდა ხელშეკრულება და ახალგარზდა ნიდერლანდელი მომავალ დღეებში სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის. როგორც რომანო იტყობინება, ტრანსფერის ღირებულებამ ჯამში £37 მილიონი შეადგინა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ექვსწლიან კონტრაქტს დათანხმდა.
კოდიმ მსოფლიო ჩემპიონატზე თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. მან 5 მატცში სამი გოლის გატანა შეძლო და ყოველი შეხვედრის დროს მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეულ იყო.
ამჟამად, "ლივერპული" პრემიერ ლიგაში, 25 ქულით, მე-6 პოზიციას იკავებს. შემდეგი შეხვედრა მერსისაიდელებს "ლესტერის" წინააღმდეგ ელით, რომელიც 30 დეკემბერს 23:55 საათზე დაიწყება.