Belive

კლაუდიო რანიერი: "გოგლიჩიძე რომაში არ გადმოვა"

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" მცველის, საბა გოგლიჩის "რომაში" ტრანსფერი არ შედგა. თითქოს, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა რომას მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ, კატეგორიულად უარყო ქართველის იტალიის დედაქალაქში გადაბარგების ამბავი.

რანიერის "ნაპოლისთან" თამაშის შემდეგ ჰკითხეს, შეესაბამებოდა თუ არა საბას ტრანსფერის ამბავი სიმართლეს, იტალიელმა კი განაცხადა, რომ "არა, გოგლიჩიძე არ მოდის".

ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმმაციით, ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები შეჩერდა და მხარეებმა კონტაქტი გაწყვიტეს. თავდაპირველი ინფორმაციის მიხედვით, საბასა და რომას შორის ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა კლუბებს შორის ბიუროკრატიულმა პრობლემებმა იჩინა თავი.

სხვა სტატიები