"კიტეიშვილი გუნდისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ფაქტორია" - შტურმის სპორტული დირექტორი
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო ფანჯრის დახურვასთან ერთად, ოთარ კიტეიშვილის გუნდის, გრაცის "შტურმის" სპორტულმა დირექტორმა, მაიკლ პარენსენმა ავსტრიულ გამოცემა Krone-სთან ისაუბრა და ბოლო სატრანსფერო პერიოდზე და ოთარ კიტეიშვილის გუნდში დარჩენაზე გაამახვილა ყურადღება:
ზაფხულში უფრო მნიშვნელოვანი პერიოდი გველოდება, მაგრამ ამ სატრანსფერო ფანჯრითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან განვახორციელეთ ის რაც დაგეგმილი გვქონდა. გვინდოდა ზუსტად იმ ცვლილებების განხორციელება, როგორც მოხდა - მაიკლ პარენსენი - გრაცის "შტურმის" სპორტული დირექტორი
ოთარ კიტეიშვილი თქვენთვის პირველი კონტრაქტის გახანგრძლივება იყო. ასე რატომ იჩქარეთ?
ის გუნდისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ მას ვხედავთ, როგორც შეუცვლელ ფიგურას და გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია. ორივე მხარეს გადაწყვეტილება იყო გრძელვადიანი თანამშრომლობის გაგრძელება. - მაიკლ პარენსენი - გრაცის "შტურმის" სპორტული დირექტორი
Otar #Kiteishvili unterschreibt bei den Schwoazn einen neuen Vertrag bis 2027! 📄🖊️ #sturmgraz pic.twitter.com/R8cEWbFHzk
— SK Sturm Graz (@SKSturm) January 17, 2025
შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის "შტურმთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.