ხორხე მესი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესი პროფესიონალურ კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
რამდენიმე გავლენიანი წყარო აღნიშნავს, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ალ ჰილალს" შეუთანხმდა.
პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, ხორხე მესი გამოეხმაურა - სუპერვარსკვლავის მამა აღნიშნავს, რომ არავითარი შეთანხმება არაა მიღწეული და მესის ტრანსფერი მხოლოდ ჭორია.
"მომავალ სეზონთან დაკავშირებით, არცერთ კლუბთან, აბსოლუტურად არავითარი შეთანხმება არაა მიღწეული. გადაწყვეტილებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებთ.
არაფერია ხელმოწერილი, დადასტურებული ან სიტყვიერად შეთანხმებული. ლეოს სახელის გარშემო მხოლოდ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება", - ხორხე მესი.
🚨🔴 Jorge Messi official statement.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 9, 2023
“There’s absolutely NOTHING agreed with any club for next season. We will decide at the end of the season”.
“Nothing is signed, agreed or verbally agreed. Only fake news using Leo’s name”. pic.twitter.com/eJQOsBerGp
შეგახსენებთ, როგორც მედიაში გავრცელებული ცნობებიდან ვიგებთ, "ალ ჰილალი" მზადაა, მესის კონტრაქტით გათვალისწინებული სრული ანაზღაურება 600 მილიონ ევრო დაუწესოს.
35 წლის სუპერვარსკვლავმა 2022/23 წლების სეზონში პარიზულ გრანდში 37 შეხვედრაში 20 გოლის გატანა და 19 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და საფრანგეთის სუპერთასის მოგება შეძლო.