კაპიტანი კიდევ 3 წლით - ბრუნო ფერნანდეშმა მანჩესტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" 29 წლის პორტუგალიელმა კაპიტანმა - ბრუნო ფერნანდეშმა, "წითელ ეშმაკებთან" ახალი 3-წლიანი კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2027 წლის ივნისის ჩათვლით დარჩება.
გარდა ამისა, მან გარანტია მიიღო, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში იგი კლუბის პირველი კაპიტანი იქნება.
ბრუნო ფერნანდეში "წითელი ეშმაკების" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, მას შემდეგ, 234 მატჩი ჩაატარა, სადაც 79 გოლი გაიტანა და 67 საგოლე გადაცემა გააკეთა.