ჯო ჰარტმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
36 წლის ინგლისელმა კიპერმა - ჯო ჰარტმა, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ვეტერანი მეკარის მტკიცებით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, პროფესიონალურ ფეხბურთს დაემშვიდობება.
21-წლიანი კარიერის განმავლობაში, ჰარტი ისეთ კლუბებში ასპარეზობდა, როგორიცაა: "მანჩესტერ სიტი", "ტორინო", "ბარნლი", "ტოტენჰემი" და "სელტიკი". ჰარტმა საუკეთესო წლები "მანჩესტერ სიტიში" გაატარა, სადაც 2006-18 წლებში, 266 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მაისურით, ჯო ჰარტმა 75 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.