იუვენტუსის მორიგი პრობლემა: ფრანსისკო კონსეისაუ ტრავმირებულია
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" გარემარბი ფრანსისკო კონსეისაუ მომავალ მატჩებში გუნდს ვერ დაეხმარება.
22 წლის პორტუგალიელმა მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით ათი დღე იუქმებს.
ახალგაზრდა პორტუგალიელ ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატში "ატალანტასთან" და "ფიორენტინასთან" მომავალი მატჩების გამოტოვება მოუწევს.
ახალ სეზონში "პორტუდან" იჯარით მყოფმა კონსეისანუმ 29 მატჩში, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"იუვენტუსს" 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. შემდეგ მატჩს ტიაგო მოტას გუნდი 9 მარტს, "ატალანტასთან" საშინაო კედლებში გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.