Belive

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "არც მე გადავდგები და არც გატუზო"

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ, კვლავ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. იტალიელებმა ბოლოს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს.

შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, ბოსნიასთან სტუმრად 1:1 (პენ - 4:1) დამარცხდა და გუნდიალის საგზური ზედიზედ მესამედ ვერ მოიპოვა.

სამარცხვინო მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - გაბრიელე გრავინამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ესმის ხალხის ბრაზის, თუმცა გუნდიდან არც თავად წავა და არც ჯენარო გატუზოს სამწვრთნელო შტაბი.

"ძალიან დიდი მარცხი განვიცადეთ, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება.

მინდა, რომ ამ თვეების განმავლობაში განვითარებისთვის ბიჭები შევაქო. მინდა, გატუზოც შევაქო - ის შესანიშნავი მწვრთნელია. მას და მის გუნდს ვთხოვე, რომ ამ ბიჭების სათავეში დარჩენილიყვნენ.

გადადგომა? ფედერალური საბჭო მომავალ კვირას შეიკრიბება. ამ მოთხოვნის მესმის, ბევრჯერ გამივლია მსგავსი რამ, თუმცა არც მე და არც გატუზო გუნდს არ დავტოვებთ." - გაბრიელე გრავინა

გაბრიელე გრავინა 2018 წლის 12 ოქტომბრიდან იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს, იტალიის ნაკრებმა უკვე 2-ჯერ ვერ შეძლო მუნდიალის საგზურის მოპოვება.

პირველ 48-ნაკრებიან მსოფლიო ჩემპიონატს 2026 წელს ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები