იტალიამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.
გუნდში ერთი დებიუტანტი, ,,ლაციოს'' ცენტრალური მცველი - ნიკოლო კაზალე იქნება.
იტალიის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები - დონარუმა (პსჟ), მერეტი (ნაპოლი), პროვედელი (ლაციო), ვიკარიო (ტოტენჰემი)
მცველები - ბასტონი, დარმიანი, დი მარკო (ინტერი), ბირაგი (ფიორენტინა), კაზალე, რომანიოლი (ლაციო), დი ლორენცო (ნაპოლი), მანჩინი, სპინაცოლა (რომა), სკალვინი (ატალანტა)
ნახევარმცველები - ბარელა, ფრატეზი (ინტერი), ტონალი (ნიუკასლი), კრისტანტე, პელეგრინი (რომა), ლოკატელი (იუვენტუსი), პესინა (მონცა)
თავდამსხმელები - კიეზა (იუვენტუსი), გნონტო (ლიდსი), იმობილე, ძაკანი (ლაციო), ძანიოლო (ასტონ ვილა), პოლიტანო, რასპადორი (ნაპოლი), რეტეგი (ჯენოა)
იტალიის ნაკრები, რომელიც 2 ტურის შემდეგ, 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა, 9 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება, 12-ში კი უკრაინას უმასპინძლებს.