Belive

ისტორია დაწერილია - ტყიბულის მეშახტე უმაღლეს ლიგაში ითამაშებს

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ისტორია დაწერილია - ტყიბულის მეშახტემ პენალტების სერიაში თელავი დაამარცხა და საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

ეროვნული ლიგის გავარდნა/აღზევების პლეი-ოფის 2-მატჩიან დუელში თელავისა და მეშახტის დაპირისპირება შედგა. ორივე შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გამარჯვებული ვერც დამატებითმა ტაიმებმა გამოავლინა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერია ტყიბულის ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს.

მეშახტე კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშებს ეროვნულ ლიგაში.

აღსანიშნავია, რომ მეშახტე არაა ერთადერთი დებიუტანტი, რომელიც მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

მეორე გავარდნა/აღზევების პლეი-ოფში სპაერმა გარეჯს სძლია და მეშახტეს მსგავსად, მომავალ სეზონში ქვეყნის უმაღლეს ჩემპიონატში ისტორიაში პირველად ითამაშებს.