ისაკი მოედანს ჩხუბითა და წაგებით დაუბრუნდა
მიმდინარე სეზონში, ალექსანდრ ისაკი მოედანზე პირველად გამოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, კოსოვოს წინააღმდეგ, ისაკი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა - ზუსტად 10 წუთში მან კოსოვოელ ფეხბურთელთან იჩხუბა, ყვითელი ბარათი მიიღო, შვედეთს კი თამაშის მოტრიალებაში ვერ დაეხმარა - მისი ნაკრები 2:0 დამარცხდა.
25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც, ფაქტობრივად, ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული ნიუკასლისთვის, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ლივერპულმა რეკორდულ 125 მილიონ ფუნტად შეიძინა (პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი).
ისაკს არ უთამაშია არც მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში (სლოვენია/შვედეთი 2:2), ამრიგად, ჯგუფში სადაც შვეიცარია, კოსოვო და სლოვენიაა, შვედეთი მესამე ადგილს იკავებს (1 ქულით).
შეზღუდული დროის მიუხედავად, ისაკმა კოსოვოელთა კარისკენ 3-ჯერ, ხოლო ჩარჩოში ორჯერ დაარტყა, ბოლო 20 წუთში ის დიოკერეშს შეუწყვილდა, თუმცა ვარკვლავურმა შეტევამ კოსოვოელებთან ვერაფერი გააწყო.
Isak is finally back on the pitch 😍🔙 pic.twitter.com/ppivTMI9Ls
— 433 (@433) September 8, 2025