"ის ამას ყველაზე მეტად იმსახურებს..." - ვალვერდე რეალის ახალი 8 ნომერია
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულებულია. თასი კი მადრიდში დაბრუნდა. მადრიდის "რეალმა" ისტორიაში მეთხუთმეტედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.
ჩემპიონთა ლიგის თასის აღნიშვნისას, ტონი კროოსი გულშემატკივრების წინაშე სიტყვით წარსდგა და მათ 10-წლიანი გულშემატკივრობისთვისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მისი 8-ნომრიანი მაისური ახლა უკვე ხელმისაწვდომია და ამ მაისურს ფედე ვალვერდეს გადასცემს.
ასე და ამგვარად, მადრიდის "რეალს" მომავალი სეზონიდან ახალი 8 ნომერი ეყოლება და ეს, 25 წლის ურუგვაელი - ფედერიკო ვალვერდე იქნება.
ტონი კროოსმა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში საკლუბო კარიერა ტრიუმფით დაასრულა, საფეხბურთო კარიერას კი ევროპის ჩემპიონატზე დაასრულებს.