Belive

ინდოეთში მესის 21-მეტრიან ქანდაკებას იღებენ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც შეამჩინეს, რომ ინდოეთის ქალაქ კალკუტაში ლეო მესის 21-მეტრიანი ქანდაკება ირყევა, მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.

გიგანტური მონუმენტი დეკემბერში, მესის ინდოეთის „GOAT“ ტურის ფარგლებში აღმართეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის (PWD) ინჟინრებმა ქანდაკება ორშაბათს, ადგილობრივი მაცხოვრებლების შეტყობინებების საფუძველზე შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კონსტრუქციის სიმტკიცე სერიოზულად იყო დარღვეული, რის გამოც მისი დაუყოვნებლივ დემონტაჟისა და გადატანის ბრძანება გაიცა.

კონსტრუქცია ამ ეტაპზე მძიმე სამრეწველო ნეილონის თოკებით არის დამაგრებული, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიერებია აღმართული, რათა ფეხით მოსიარულეები და ტრანსპორტი საფრთხეს მოარიდონ.

ხელისუფლება ამჟამად ქანდაკების ალტერნატიულ ადგილებს ეძებს. აღსანიშნავია, რომ მის ასაწყობად 45-კაციანი ჯგუფი 27 დღის განმავლობაში მუშაობდა.

სხვა სტატიები