იანიკ კარასკო ალ შაბაბთან პირად კონტრაქტზე შეთანხმდა
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შესაძლოა იანიკ კარასკომ მადრიდის "ატლეტიკო" დატოვოს.
Relevo-ს ინფორმაციით, ბელგიელი შემტევი არაბულ კლუბ "ალ შაბაბში" გადავა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამავე წყაროზე დაყრდნობით, დღეის მდგომარეობით კლუბს კარასკოს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. თუმცა, ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ კარასკოს არაბებთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს.
Crucial hours ahead for Yannick Ferreira Carrasco. Al Shabab agreed personal terms with Belgian winger, he's keen on the move but Atlético want important money or no way ⚪️🔴🇸🇦 #AlShabab
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 31, 2023
Timing will be key, Atléti want final answer today. pic.twitter.com/oC52cEf8QP
საქმეს სატრანსფერო თანხა ართულებს. რომანოს თქმით, მადრიდელები შეთავაზებით უკმაყოფილონი არიან. "ატლეტიკოს" კარასკოში დიდი თანხის მიღება სურს ან გარიგება არ შედგება.
ბელგიელს სიმეონეს გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და გავრცელებული ინფორმაციით, მის გახანგრძლივებას არ აპირებს. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, არაბული კლუბი ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. "ალ შაბაბი" იანიკს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 20 სექტემბრამდე არ იხურება.