ჰანსი ფლიკი: "ბენფიკასთან კარლეს მინაროს საპატივცემულოდ ვითამაშებთ..."
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე დღის წინ, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი ექიმი - კარლეს მინარო გარსია გარდაიცვალა, რის გამოც "ბარსელონასა" და "ოსასუნას" მატჩი გადაიდო.
მატჩის გადადების მიზეზი კატალონიური კლუბის ფეხბურთელების მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან ექიმი გარდაცვალების მომენტში ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო ფეხბურთელებმა კი მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს.
"ბარსელონა" 11 მარტს, "ბენფიკას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ითამაშებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰანსი ფლიკმა სწორედ კარლეს მინაროზე ისაუბრა.
"ახლაც მიჭირს ამ თემაზე საუბარი და საერთოდ არ გვაქვს თამაშის განწყობა, რადგან დავკარგეთ ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი - კარლეს მინარო.
ის იყო ამ გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ჩვენ გვინდა, რომ მისი ხსოვნის საპატივცემულოდ "ბენფიკას" წინააღმდეგ დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ” - ჰანსი ფლიკი
11 მარტს, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში "ბენფიკას" უმასპინძლებს. კატალონიური გუნდი შეხვედრას უპირატესობით ხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.