Belive

ჰაკან ჩალჰანოღლუ: "კარიერული ოცნება ავისრულე, მიყვარხარ თურქეთო - შენთვის მოვკვდები"

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის საფეხბურთო ნაკრები, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მუნდიალზე პირველად ითამაშებს.

თურქებმა ფინალში კოსოვო სტუმრად, 0:1 დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მომტანი გოლი - კარემ აქტურტოღლუმ გაიტანა.

თურქეთის ნაკრების 32 წლის კაპიტანმა - ჰაკან ჩალჰანოღლუმ, ისტორიული გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვითამაშე ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მოვიგე სერია A, ძალიან ბევრი ტიტული მაქვს, თუმცა ეს იყო ჩემი კარიერის მთავარი მიზანი - მეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით.

მთელმა თურქეთმა სული და გული ჩავდეთ ამ ორ თამაშში, ჩვენ ყველას ერთად გვჯეროდა და გვწამდა, რომ იქ თამაშს ვიმსახურებდით, ასეც მოხდა.

მიყვარხარ თურქეთო, ჩემო ოცნება ახდა, მე თქვენთვის მოვკვდები..." - ჰაკან ჩალჰანოღლუ

თურქეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში მესამედ გავიდა. პირველად მათ ეს ყველაფერი 1954 წელს, მეორედ 2002 წელს, მესამედ კი 2026 წელს შეძლეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც იაპონია და სამხრეთ კორეა მასპინძლობდნენ, თურქეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიგო.

სხვა სტატიები