გზა მერვედფინალისკენ: ევროპა ლიგის პლეი-ინის წყვილები ცნობილია
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას რანგით მეორე ევროპულ ტურნირზე მერვედფინალისთვის მებრძოლი წყვილები გაირკვა.
უეფას ევროპა ლიგის პლეი-ინის ეტაპის წილისყრას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის სათაო ოფისმა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უმასპინძლა.
მერვედფინალის საგზურისათვის მებრძოლი 8 გუნდის გასარკვევად შემდეგი წყვილები შედგა:
"ფერენცვაროში" - პლზენის "ვიქტორია"
"როიალ უნიონ სენტ-ჟილი" - ამსტერდამის "აიაქსი"
"პორტუ" - "რომა"
სალონიკის "პაოკი" - "სტიაუა"
"ტვენტე" - "ბოდო/გლიმტი"
"აზ ალკმაარი" - "გალათასარაი"
"ფენერბახჩე" - "ანდერლეხტი"
"მიდტიულანდი" - "რეალ სოსიედადი"
უეფას ევროპა ლიგის პლეი-ინის წყვილების საწყისი მატჩები 13 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 20 რიცხვში გაიმართება.