გვარდიოლა აპირებს ჩემპიონთა ლიგაზე როდრი დაარეგისტრიროს
გავრცელებული ინფორმაციით, პეპ გვარდიოლა აპირებს, ტრავმირებული როდრი "მანჩესტერ სიტის" განაცხადში ჩასვას და ჩემპიონთა ლიგის შემდეგი ფაზისთვის დაარეგისტრიროს.
როდრიმ ჯვარედინი მყესები სექტემბერში, "არსენალთან" 2:2 მატჩის დროს გაიწყვიტა. ოპერაციის შემდეგ დადასტურდა, რომ ესპანელი მინდორს მთელლი სეზონის განმავლობაში ვერ დაუბრუნდებოდა, თუმცა როდრიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ოდნავი შანსის შემთხვევაშიც ის დროზე ადრე თამაშისგან თავს არ შეიკავებს.
'ლიგის ფაზის' დასრულების შემდეგ, კლუბებს უფლება აქვთ განახორციელონ სამი ცვლილება. სიტიმ კაილ უოკერი იჯარით გაუშვა "მილანში", რამაც ერთი ადგილი ხუსანოვისთვის გამოათავისუფლა. სიტის განაცხადს დაემატება ომარ მარმუშიც და მესამე ცვლილება, როგორც ჩანს, განაცხადში როდრის შეყვანა იქნება. თუ სიტი "ბაიერნს" ან "რეალს" დაამარცხებს, მერვედფინალში ლევერკუზენის "ბაიერს" ან მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.