გურამ კაშიას შეფასება შტუტგარტთან მატჩში
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ,,სლოვან ბრატისლავამ'' ,,შტუტგარტს'' უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გურამ კაშიამ, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
კაშიამ Sofascore-სგან 6.2-ქულიანი შეფასება მიიღო. 37 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბურთს სულ 68-ჯერ შეეხო, 11-დან 4 დუელი მოიგო და 48-დან 35 (73%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
6.4 ქულით შეაფასა კაშიას თამაში Whoscored-მა, 6.7-ით კი - Flashscore-მა.
,,სლოვან ბრატისლავა'', რომელიც 7 ტურის შემდეგ უქულოდაა და 35-ე პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგის მომავალ შეხვედრას 30 იანვარს, მიუნხენის ,,ბაიერნის'' წინააღმდეგ გამართავს.