Belive

გრანადამ სტუმრად მოიგო - წიტაიშვილმა დიდი პაუზის შემდეგ გაიტანა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურში, "ელდენსემ" საკუთარ მოედანზე "გრანადას" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა გიორგი წიტაიშვილმა - რაც მთავრია, ქართველმა დიდი პაუზის შემდეგ გაიტანა გოლი და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ბოლოს მან წინა წლის 29 სექტებერს, "ბურგოსის" წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა.

ახლა ქართველის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, წიტაიშვილმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, sofascore-მა მას 7.4 ქულა დაუწერა.

გრანადა ჩემპიონატის მე-8 ადგილზეა და ლა ლიგაში გადამსვლელ პლეი-ინის ზონას მხოლოდ 1 ქულა აშორებს.

სხვა სტატიები